„საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS“ კორპორაციულ კლიენტებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს „მოლაპარაკებებში“
ტრენინგ-კურსი „მოლაპარაკებებში“ განკუთვნილია პროექტის ხელმძღვანელებისთვის, მენეჯერებისთვის, იურისტებისთვის, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს ურთიერთობენ ადგილობრივ ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტებისა თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ტრენინგ-კურსი დიდ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ შეისწავლონ მოლაპარაკებების ხელოვნების სტრუქტურა და მისი სხვადასხვა ასპექტი.
მონაწილეები ტრენინგის გავლის შემდეგ მიიღებენ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ცოდნას, ცნებებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენებას შეძლებენ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.
ტრენინგები მოიცავს შემდეგი სახის მოდულებს:
ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია აღნიშნული მოდულების შერწყმა, დეტალიზაცია, ან დამკვეთის მიერ სასურველი ტრენინგის შემუშავება.
კურსი ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს მარტივად და პროდუქტიულად აითვისოს ის თეორიული ცოდნა, რომელსაც უშუალოდ კურსის დროს მიიღებს.
კურსის სტრუქტურა:
ტრენინგს გაუძღვება Institute for Research and Education on Negotiation (ESSEC School of Business) - ის ასოცირებული წევრი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარიელ სიხარულიძე.
ტარიელ სიხარულიძეს აქვს მოლაპარაკებების კურსის ჩატარების დიდი გამოცდილება. კერძოდ, ჩატარებული აქვს ტრენინგ კურსები როგორც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ევროკომისიის საჯარო მოხელეთათვის ასევე, სამოქალაქო სექტორისა და საფრანგეთის ESSEC -ის ბიზნეს სკოლის უმაღლესი განათლებისა და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.
ტარიელ სიხარულიძე არის ილია უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი და ESSEC ბიზნეს სკოლის წევრი, ESSEC-IRENE (კვლევისა და მოლაპარაკებების ინსტიტუტი). ასევე, არის პუბლიკაციების ავტორი საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხებში.
საკონტაქტო პირი/ტრენინგის მენეჯერი:
მაია ბაღათურია (+995 599 20 23 10)
maia@grassgroup.org