2017 წლის თებერვლის თვეში ჩატარდა ტრენინგ კურსი „სოციალური მედიის ინსტრუმენტები და ინფორმაციის ვიზუალიზაცია“. ტრენინგ კურსი მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა - კომპანიის ინტერნეტ რეპუტაციის შექმნა; ინტერნეტ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ინტერნეტ მარკეტინგი და სოციალური მედიის ძირითადი პრინციპები; სოციალური ქსელების ინსტრუმენტები და მართვა - Facebook, Twitter, Instagram… რეკლამის განთავსების სტრატეგიები სოციალურ ქსელებში; ინფორმაციის ვიზუალიზაციის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში; ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმები; მარტივი და ეფექტური ვიზუალიზაციის შექმნა - Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Gif; ტრენინგს უძღვებოდნენ მედია მკვლევარი მაგდა გუგავა და სოციალური მედიის მენეჯერი გიორგი გათენაშვილი.