საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით, პირველ მაისს, ბათუმში გაიმართა სემინარი ევროკავშირის შესახებ. სემინარის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: სერგი კაპანაძე (GRASS) - ევროკავშირში გაწევრების პროცესში საქართველოსა და "ტრიოს" სამომავლო პერსპექტივები, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით; ლევან მახაშვილი (საქართველოს პარლამენტი) - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის განვითარების ეტაპები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები ისტორიულ ჭრილში; ივანე ჩხიკვაძე (ღია საზოგადოება - საქართველო) - საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თვალსაზრისით (ევროკომისიის კითხვარზე მოსამზადებელი პასუხის კონტექსტში საქართველოს თავსებადობის ხარისხი და არსებული გამოწვევები); კახა გოგოლაშვილი (რონდელის ფონდი) - საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები (არსებული რეალობა და პერსპექტივები);