„საქართველოს რეფორმების ასოციაციისა“ (GRASS) და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ ორგანიზებით „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის” წევრ ორგანიზაციებთან ერთად გაიმართა შეხვედრა თემაზე - „მედიაწიგნიერება სკოლებში, არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები“. შეხვედრაზე მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის სწავლების გაუმჯობესების მიზნით მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება და სამომავლო ხედვები წარმოადგინეს. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ ინიციაციტივებზე, რომლებიც ფორმალური და არაფორმალური განათლების სექტორში ჩართულმა ორგანიზაციებმა ერთობლივად შეიძლება განახორციელონ