დასრულდა პროექტ "მოხალისე ფაქტჩეკერის" მეორე ნაკადი. პროექტის ყველაზე აქტიურ და წარმატებულ მოხალისეებს GRASS-ის ოფისში ვუმანსპინძლეთ და წამახალისებელი პრიზები გადავეცით. პროექტის ყველაზე წარმატებული მონაწილეები GRASS-ში სტაჟირებას გაივლიან და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა მათგანს აქტიურობისთვის და წარმატებები ვუსურვოთ.