13 დეკემბერს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მოხალისეებმა, ევროკავშირის თანადაფინანსებითა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მხარდაჭერით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანია ჩაატარეს. კამპანიის ფარგლებში მოხალისეებმა სოფელ დარბაზში მობილური ამცრელი პუნქტი დააორგანიზეს, რითაც მოსახლეობას საშუალება მიეცა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით ადგილზე აცრილიყვნენ. ჯამში, 13 დეკემბერს, სოფელ დარბაზში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 75 ადამიანი აიცრა. აცრის პროცესს წინ უძღოდა კარდაკარის კამპანია, რა დროსაც GRASS-ის გადამზადებული მოხალისეები, სოფელ დარბაზში ხვდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და აწვდიდნენ დეტალურ ინფორმაციას ვაქცინებსა და ვაქცინაციის პროცესზე. საქართველოს რეფორმების ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ მოხალისეებს, რომელთა ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა აცრის წამახალისებელი კამპანიის ჩატარება სოფელ დარბაზში.