2015 წლის 17-18 მაისს, "საქართველოს რეფორმების ასოციაციაციამ", საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის: „სამოქალაქო სექტორის ჩართვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის და რასობრივი დისკმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისთვის ალტერნატიული ანგარიშების გაგზავნის მიზნით" - მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქ. ბათუმის მერიასთან არსებულ "მეგობრობის სახლის" წარმომადგენლებთან.
"მეგობრობის სახლში" 9 დიასპორის წარმომადგენელია გაერთიანებული და მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა.
დიასპორები ამჟამად მეორე ალტერნატიული ანგარიშის მომზადების პროცესში არიან, რომელიც გაეროს რასობრივი დისკმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში გაიგზავნება.