ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულ ნანა სარალიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა წამახალისებელი ჯილდო გადასცა. სამაგისტრო პროგრამა „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ - საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში შესწავლას ითვალისწინებს. პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა 2022 წლის 14 ივლისს გაიმართა. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ ულოცავს პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს და მომავალ აკადემიურ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის შესწავლა ერთ-ერთი მთავარი გასაღებია იმ გამოწვევებთან გამკლავებისა, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოს სახელმწიფო დგას!