21 დეკემბერს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ სემინარი ევროკავშირის შესახებ.
დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასა და ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე
სემინარს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები და მოხალისე ფაქტჩეკერები ესწრებოდნენ
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.