2015 წლის 20-21 ივნისს ახალქალაქში, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS), საქართველოში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში: „სიმულაციური დებატები ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ, უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლების მონაწილეობით" - გამართა ტრენინგები თემაზე: დებატების უნარ-ჩვევები და ევროკავშირის ინსტიტუტები.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მიმდინარე წლის სექტემბერში, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ სიმულაციურ დებატებში ევროინტეგრაციის საკითხებთნ დაკავშირებით.