logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დისკუსია „ქისტური სამართლის კოდექსის“ შესახებ

IMG_4786.JPG
26 მარტი, 2019
 0

2019 წლის 25 მარტს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ორგანიზებით, გაიმართა პანკისის ხეობის „უხუცეს კაცთა საბჭოს“ და „ქალთა საბჭოს“ წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა „ქისტური სამართლის კოდექსის“ ერთ-ერთი თავის - მემკვიდრეობა, განხილვის და დაზუსტების მიზნით. შეხვედრაზე კოდექსის ცალკეული მუხლები (ჯამში 14 მუხლი) დამუშავდა და პარალელები გაივლო საქართველოს კანონმდებლობასთან. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, გამოყვეს ცალკეული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

შეხვედრა იყო საინტერესო, ინტერაქციული და მრავალფეროვანი მოსაზრებებით გაჯერებული.

საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის დიდი პატივია მუშაობდეს ქისტურ თემში და ახალისებდეს ადგილზე საინტერესო და შედეგებზე ორიენტირებულ დისკუსიებს.

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.