logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

ACFO-job-vacancy-en-1.jpg
29 ივლისი, 2019
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

სოციალურ ქსელებში (Facebook, Twitter, Instagram) საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) და მისი მედიაპროდუქტის ფაქტ-მეტრის (Factcheck.ge) გვერდების მართვა და პოპულარიზაცია;

სოციალურ ქსელებში საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) და მისი მედიაპროდუქტის ფაქტ-მეტრის (Factcheck.ge) გვერდების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;

სოციალური ქსელებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა (ინფოგრაფიკა, მოკლე ვიდეორგოლების შექმნა adobe premiere-ში, სხვ.);

ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და ფაქტ-მეტრის რედაქტორთან რეგულარული კომუნიკაცია სოციალურ ქსელში ორგანიზაციის გვერდების შესახებ;

ონლაინგამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია.

მოთხოვნები:

ინგლისური და ქართული ენების გამართულად ცოდნა;

სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის სწორად შერჩევისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;

გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);

მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);

სოციალური მედიამენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციაში (უპირატესობად ჩაითვლება).

GRASS-ისა და Factcheck.ge-ის მუშაობის სფეროს გათვალისწინებით უპირატესად ჩაითვლება ქვეყანაში მიმდინარე საზოგადობევრივ-პოლიტიკური პროცესების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: grass@grassgroup.org , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედიის მენეჯერი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 6 აგვისტო.

ანაზღაურება განისაზღვრება შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი 1 სექტემბერი, 2019.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს.

ფაქტ-მეტრი (www.factcheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინოვაციური მედია პროექტია საქართველოში, რომელიც მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პერსონების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენას. გარდა ამისა, ფაქტ-მეტრის მიზანს წარმოადგენს სოციალურ ქსელებში/სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ყალბი ამბების გადამოწმება და საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. www.factcheck.ge არის მიუკერძოებელი ვებგვერდი, რომელიც მკითხველს გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი კვლევების სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის.