logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

GRASS-ის პროექტი "ფაქტ-მეტრი" აცხადებს კონკურსს სამართლებრივ საკითხებში ანალიტიკოსის პოზიციაზე

8667bfb7-f4a9-4906-8a43-28ff6dedde77.jpeg
23 აგვისტო, 2019
 0

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 – 18:00 სთ.

ძირითადი ფუნქციები:

  1. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების მონიტორინგი და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება;
  2. ფაქტ-მეტრის ანალიტიკური გუნდის კონსულტირება ცალკეული კვლევის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით;
  3. იურიდიულ თემატიკაზე ფაქტ-მეტრისა და საგაზეთო ტიპის სტატიების მომზადება;
  4. კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო უწყებებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში სატელეფონო ან პირისპირ ინტერვიუ;
  5. საპარლამენტო სესიების, პოლიტიკური გადაცემების, მთავრობის წევრთა და წინასწარ განსაზღვრულ საჯარო პირთა წრის განცხადებების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
  6. მოკლე სამართლებრივი მიმოხილვების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  2. პრიორიტეტია არასამთავრობო ან საჯარო სფეროში, ასევე ანალიტიკურ მედიაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  3. ინტერესი და ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ;
  4. Fact-Checking-ის მიმართ ინტერესი და მოტივაცია;
  5. ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე, აკადემიური წერის უნარი);
  6. მიუთითეთ თქვენ მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების ბმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  1. მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
  2. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  3. მაღალი შრომის დისციპლინა;
  4. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.
  5. რუტინული სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი;
  6. დეტალებზე ორიენტირებულობა.

შრომის ანაზღაურება: 890 ლარი (დასაბეგრი/gross).

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მოგვაწოდეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე grass@grassgroup.org. გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „იურისტი-ანალიტიკოსი“.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა არის 2019 წლის 13 სექტემბერი.