logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პუბლიკაციის პრეზენტაცია

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/IMG_3074.jpg
10 ივლისი, 2015
 0

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) 10 ივლისს გამართა პუბლიკაციის პრეზენტაცია თემაზე ,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’. კვლევა ჩატარებულია უნგრელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და ქართველი ექპსპერტების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

✔პუბლიკაცია მიმოიხილავს ვიშეგრადის ქვეყნების ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციურ მოწყობას, საჯარო კომუნიკაციის სტრატეგიასა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სენსიტიურ საკითხებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ასოცირების ხელშეკრულებების/ევროპული შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესის დროს;

✔პუბლიკაციაში ასევე განხილულია საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციური არქიტექტურის თვალსაზრისით და შეთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. პრეზენტაციის გაუძღვა სერგი კაპანაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი