logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

პუბლიკაციის პრეზენტაცია თემაზე ,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2015/07/visegrad.jpg
10 ივლისი, 2015
 0

დღეს, 10 ივლისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) გამართა პუბლიკაციის პრეზენტაცია თემაზე ,,ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის გაუმჯობესება საქართველოში ვიშეგრადის ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით’’. პრეზენტაცია შედგა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) ორგანიზებით დაგეგმილი საჯარო დისკუსიის ფარგლებში თემაზე: “ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მართვა: როგორ მივიდეთ დასახულ მიზნამდე“.

კვლევა ჩატარებულია უნგრელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და ქართველი ექპსპერტების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაცია მიმოიხილავს ვიშეგრადის ქვეყნების ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციურ მოწყობას, საჯარო კომუნიკაციის სტრატეგიასა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სენსიტიურ საკითხებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში ასოცირების ხელშეკრულებების/ევროპული შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესის დროს; პუბლიკაციაში ასევე განხილულია საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის ინსტიტუციური არქიტექტურის თვალსაზრისით და შეთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

დისკუსიის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მართვის, კოორდინაციისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ და მოხსენებით წარდგნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები.

პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

Improving the Coordination of European Policies in Georgia Based on the Practices of Visegrad Countries