logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/03/paata.png
08 მარტი, 2017
 0

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით Human Rights Watch-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ქართველი ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება.

მათი თქმით, პროცესი შეუქცევადია და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ღიად მიუთითებენ იმ დარღვევებსა და კითხვებზე, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეზე სამართალწარმოებისას წარმოიშვა.

„ცხადია, რომ აქ ბევრი კითხვა ზუსტადაც მთავრობის ჩარევასთან დაკავშირებით ისმის და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იქნება გათვალსიწინებული ევროსასამართლოს მიერ. როდესაც ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები საუბრობენ ამ საკითხებზე, ხელისუფლების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ისინი პროცესში არ ერევიან, უკვე აღარ არის სერიოზული. ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ მათ ქმედებები უკვე აღარ არის დაფარული და ფაქტობრივად მთელი მსოფლიო საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ისინი დგანან,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშის გარდა, აქცენტს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ მიმართვაზეც აკეთებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მთავრობასთან დაკავშირებული პირები არ უნდა ერეოდნენ მედიის საქმეებში.

„ეს არის უპირველეყოვლისა გამოხატულება მზარდი საერთაშორისო კრიტიკისა ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს განცხადებები არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რასთან გვაქვს საქმე. იმასთან, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და არა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და რომ მთლიანობაში მედია პლურალიზმი დგას საფრთხის წინაშე,“ - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

​ვიდეო: http://rustavi2.com/news/69947