logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/05/disk1.jpg
19 მაისი, 2017
 0

18 მაისს, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS), საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center საკონფერენციო დარბაზში გამართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ღონისძიების ფარგლებში ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ახალი პუბლიკაცია "საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ".

დისკუსია მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იმ საჭირო ნაბიჯებისა და ამოცანების განსაზღვრას, რომლებიც შესაძლოა ერთიან უწყებათაშორის ხედვასა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საგზაო რუკაში (Roadmap) აისახოს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ,საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

დისკუსიის ჩატარება და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება შესაძლებელი გახდა Open Society Georgia Foundation ფინანსური მხარდაჭერით.