logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)განცხადება საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით

18 დეკემბერი, 2012
 0

GRASS მიესალმება საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსად პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში ორივე მხარემ მოახერხა შემხვედრი ნაბიჯის გადადგმა და ორმხრივი კომპრომისის შედეგად ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმება.

გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნა პოზიტიური ნაბიჯია, როგორც შეირაღებულ ძალებში დაწყებული რეფორმების, ისე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის კურსის გაგრძელების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული შეთანხმება დადებითად აისახება საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის გადადებული ვიზიტის 2013 წლის დასაწყისში გამართვაზე.

აუცილებელია, რომ მსგავსი თანამშრომლობა შენარჩუნდეს საგარეო პოლიტიკის წარმართვის პროცესში როგორც კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ისე საკადრო საკითხებზე.

გვსურს, გამოვთქვათ იმედი, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაზე შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ პოლიტიკურ ძალას, გამონახონ საერთო ენა წინააღმდეგობრივ საკითხებზე, დემოკრატიულად წარმართონ პოლიტიკური პროცესები და გააგრძელონ ბოლო წლებში დაწყებული წარმატებული რეფორმები.

GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) - თანადამფუძნებლები სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ნოდარ ხარშილაძე.