logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სემინარი ევროკავშირის შესახებ ჟურნალისტებისა და მედიასკოლების სტუდენტებისათვის

264004960_288026093266037_1645626709999874774_n.png
07 დეკემბერი, 2021
 0

Erasmus+ პროგრამის, ჟან მონეს პროექტების ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაცია აგრძელებს სემინარების სერიას ევროკავშირის შესახებ. მორიგი ღონისძიება თბილისში ჩატარდა და განკუთვნილი იყო მოქმედი ჟურნალისტებისა და მედიასკოლების სტუდენტებისათვის.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ევროკავშირის შესახებ ესაუბრნენ კახა გოგოლაშვილი (რონდელის ფონდი), ივანე ჩხიკვაძე (ღია საზოგადოება - საქართველო), სერგი კაპანაძე (GRASS), ლევან მახაშვილი (საქართველოს პარლამენტი), ეკა აკობია (კავკასიის უნივერსიტეტი) და პაატა გაფრინდაშვილი (GRASS). დისკუსიის ფარგლებში დაფარულ იქნა 15 დეკემბერს გასამართი ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში აქტუალური საკითხები და მოლოდინებიც.

ევროკავშირის შესახებ სემინარების შემდეგი ეტაპი 21-22 დეკემბერს სტუდენტებისათვის გაიმართება.

პროექტი თანადაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.