logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა მარნეულში ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/06/fact1.jpg
15 ივნისი, 2016
 0

ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგიაში ტრეინინგების გამართვას რეგიონების მასშტაბით. დღეს მარნეულში, პროექტის „ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევებში“ ფარგლებში გაიმართა მორიგი საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ფაქტ-მეტრის სპეციფიკის შესახებ.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა რეგიონული ორგანიზაციების შემდგომ გაძლიერებას ადვოკატირებისა და მონიტორინგის კუთხით. ასევე, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.