logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

შეხვედრა “საქართველოს რეფორმების ასოციაციაში”- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ინტეგრაციის პრობლემები განიხილეს

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/12/grasshi.jpg
08 დეკემბერი, 2016
 0

8 დეკემბერს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ოფისში, რეგიონული ეთნიკური უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა : განათლებასა და სახელმწიფო ენაზე ხელმიუწვდომელობა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, ქალების ჩართულობა ადგილობრივ თვითმართველობაში და ა.შ

შეხვედრა განხორციელდა პროექტის ” ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევების” ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.