logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ტრენინგ კურსი - მოლაპარაკებები

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2017/02/training-dollarphotoclub_95995677.jpg
10 მაისი, 2013
 0

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS) მიმდინარე წლის 10 ივნისიდან აცხადებს "მოლაპარაკების" სპეციალურ კურსს, რომელიც გახსნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს მოლაპარაკებების ხელოვნების დაუფლება.

მოლაპარაკებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოლაპარაკება ჩვენ გვჭირდება ყველგან და ყოველთვის, სამსახურში, ოჯახში, მეგობრებთან ურთიერთობების დროს, თუ ყოველდღიურ სამსახურებრივ საქმიანობაში. ხშირად მოლაპარაკებებს აღიქვამენ, როგორც მარტივ პროცესს, რომელშიც რაც უფრო მეტს მოითხოვ, მით მეტს მიიღებ. სინამდვილეში ასე არ არის. ამგვარი მიდგომით, როგორც წესი, შედეგს ვერ ვაღწევთ, თანაც ადამიანურ ურთიერთობებსაც ვაყენებთ ზიანს. ასევე, ხშირად მიაჩნიათ, რომ მოლარაკებებში მხოლოდ ერთი მხარეა მოგებული, მეორე კი ყოველთვის წაგებული. ესეც მცდარი მოსაზრებაა. თანამედროვე მოლაპარაკებები ორივე მხარისათვის მოგებაში ყოფნის ხელოვნებაა.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, თუმცა მისგან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ურთიერთობენ ადგილობრივ, ან უცხოელ პარტნიორებთან, კლიენტებთან, აწარმოებენ მოლაპარაკებებს საჯარო ინსტიტუტების, თუ კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ხართ თქვენ საშუალო რგოლის მენეჯერი, თუ შესყიდვების აგენტი, საჯარო მოხელე, თუ კერძო კომპანიის თანამშრომელი, ეს კურსი თქვენთვის არის.

კურსი ეფუძნება მოლაპარაკებების ჰარვარდის მოდელს (Roger Fisher, "Getting to Yes" და William Ury, "Getting Past No"), რომლის ამოსავალი წერტილი არის ინტერესზე დაფუძნებული მოლაპარაკება. ამასთან, კურსში ისწავლება საქართველოსა და რეგიონისთვის რელევანტური მოლაპარაკების სტილები (დასავლური, რუსული, აღმოსავლური, ქართული) და წარმატებული შედეგის მისაღწევად გამოყენებადი მოლაპარაკების ტექნიკა. კურსი მიზნად ისახავს, აღჭურვოს კურსდამთავრებული შედეგიანი მოლაპარაკების მისაღწევად აუცილებელი უნარებით, თეორიული ცოდნით, ასევე, მოლაპარაკებების დროს ხშირად გამოყენებული ტაქტიკური ილეთების არსენალით.

კურსის დროს გამოყენებულია როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ დამუშავებული ოფიციალური ქეისები (შესყიდული და ნათარგმნი ავტორის მიერ), ისე კურსის ავტორის მიერ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მომზადებული საქართველოს პრაქტიკაზე მორგებული ქეისები. ამასთან, კურსის განმავლობაში იქნება მოლაპარაკების რამდენიმე მრავალმხრივი სიმულაცია, რომელიც საშუალებას მისცემს კურსის მონაწილეებს პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი უნარ-ჩვევები და მიიღონ მონაწილეობა საინტერესო ყოველდღიურ, ასევე, საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს GRASS-ისგან.

კურსს წარუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე კითხულობს სამაგისტრო კურსს "საერთაშორისო მოლაპარაკებები". სერგი კაპანაძე იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებზე 2011-2012 წლებში, ასევე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ევროკავშირთან მოლაპარაკებებში (2011-2012) და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფის (უსაფრთხოება, ეკონომიკა, ადამიანური ურთიერთობები, დემორატია) თანათავმჯდომარე (2011-2012). აქვს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების 7 წლიანი პრაქტიკა. ფლობს მოლაპარაკებებსა და მედიაციაში სინგაპურის მედიაციის ცენტრის აღმასრულებელი პროგრამის სერტიფიკატს.

კურსის დაწყების თარიღი: 10.06.2013
კურსის დასრულების თარიღი: 03.07.2013
კურსის ფასი - 500 ლარი, კორპორატიული ფასდაკლებაზე შესაძლებელია მოლაპარაკება.

შეხვედრების დაწყების დრო და ზუსტი დღეები შეთანხმდება მონაწილეებთან

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: რაზმაძის ქ. N15
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
საკონტაქტო პირი: არჩილ მაჭავარიანი
ტელეფონი: 577 257800
ელფოსტა: [email protected]

კურსზე რეგისტრაცია - ელ-ფოსტით, თანდართული სარეგისტრაციო ფორმის შევსებით და ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ jobs.ge-ზე.

https://www.facebook.com/events/584448758254335/?ref=22