logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ვაკანსია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

We-are-Hiring.png
04 ნოემბერი, 2019
 0

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია-GRASS“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე.

პროექტის კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

პროექტის კოორდინატორი მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის პროექტების დაგეგმვისა და განვითარების ყველა ეტაპზე. მისი მუშაობის მთავარი მიმართულებებია: საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ფაქტ-მეტრი, ანტი-დასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია, კონფლიქტები და ეროვნული უმცირესობები.

პროექტის კოორდინატორის მთავარი მოვალეობებია:

  • · საგრანტო კონკურსების მოძიება და საპროექტო განაცხადების მომზადება;
  • · პროექტის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • · დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და პროექტის ნარატიული ანგარიშების მომზადება;
  • · ორგანიზაციის კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
  • · კონფერენციებში, საჯარო დისკუსიებსა და სხვა წარმომადგენლობით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

თვიური ხელფასი: 500 £ (დარიცხული)

კვალიფიკაცია

  • · უმაღლესი განათლება;
  • · მინიმუმ ორწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • · ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნაც).

აუცილებელი უნარები:

  • შრომის დისციპლინა და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და საუბრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე : grass@grassgroup.org

  • რეზიუმე (CV) (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც);
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი.

დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია - პროექტის კოორდინატორი.

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2019 წლის 15 ნოემბერი