Erasmus+ პროგრამის, ჟან მონეს აქტივობის ფარგლებში, საქართველოს რეფორმების ასოციაციის ინიციატივით, ევროკავშირის შესახებ ჩატარდა სემინარი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ვანო ჩხიკვაძე სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ესაუბრა.
პროექტი თანადაფინანსებულია Erasmus + პროგრამის მიერ და მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებში ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.