შიდა ქართლის რეგიონული ანალიტიკოსი
ნინო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (შიდა ქართლი). ამჟამად, ის არის ჟურნალის „ლიახვის ხეობის“ რედაქტორი; გორის სათემო რადიოს ახალი ამბების რედაქტორი და პროექტების მენეჯერი; „ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეპორტიორი შიდა ქართლის რეგიონში.
არის სხვადასხვა პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, 2015 წელს მიენიჭა ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომლის ფარგლებშიც ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა ლონდონში. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ორკვირიან სტაჟირებაზე პოლონეთის მედიასაშუალებებში. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წლიდან და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთსა“ და ტელეკომპანია „დიაში“, საინფორმაციო სამსახურის მენეჯერად და გადაცემების პროდიუსერად. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, რადიო „უცნობში“, რადიო “ქალაქში” (კონფლიქტის ზონის კორესპონდენტად) და გორის უნივერსიტეტში (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი). დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.