logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მონიტორინგი

01 ივლისი, 2016
 0

პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ამაღლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და დაპირებების მონიტორინგის მეშვეობით. უზუსტობებისა და სიცრუის გამოვლენამ საზოგადოებას მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.