logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამა

01 აპრილი, 2024
 0

დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პლატფორმასთან თანამშრომლობს. ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან.

2024 წელს, „ფაქტ-მეტრი“ Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორი იყო. პროგრამის ფარგლებში „ფაქტ-მეტრმა“ Facebook-ზე ქართულ და რუსულ ენებზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის სიზუსტე გაანალიზა და ჯამში 300-ზე მეტი სტატია მოამზადა. სტატიები შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ქართული, რუსული.