logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დებატებისა და დისკუსიის დაწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე

01 დეკემბერი, 2016
 0

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ საჯარო დებატების ხარისხის ამაღლება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზამკვლევის (საგზაო რუკა) შექმნისა და ამ მიზნით, დისკუსიის დაწყებისთვის ხელშეწყობა.

პროექტი ასევე, ემსახურებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ სიღრმისეულ ანალიზს. ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში შემუშავდა 5 პოლიტიკის დოკუმენტი და შესაბამისი რეკომენდაციები.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყება;
  • დაინტერესებული მხარეების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართვა დისკუსიაში;
  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ანალიზი;
  • რეკომენდაციებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისათვის;
  • ევროკავშირში გაწევრიანების თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციებთან ეფექტური კოორდინაცია და თანამშრომლობა.