logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევებში

01 მაისი, 2016
 0

პროექტი ორიენტირებული იყო „უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR)“ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგზე, ასევე უმცირესობების რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ადვოკატირებისა და მონიტორინგის მექანიზმების მიმართულებით.

ამ ინიციატივის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა:

  • ეროვნული უმცირესობების დაცვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების სფეროში;
  • ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება უმცირესობების უფლებების მექანიზმების დაცვის, მონიტორინგისა და ადვოკატირების კუთხით;
  • ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი ნდობის ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტი ხორციელდება თბილისში, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში.

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.