logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევროკავშირის შესახებ მითების გაქარწყლება აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში

https://grass.org.ge/wp-content/uploads/2014/04/czech.png
15 აპრილი, 2014
 0

czech

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განახორციელა პროექტი, რომელიც ეხებოდა ევროკავშირზე არსებული მითების გაქარწყლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პროექტის მიზანი იყო მოეხდინა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელარუსში ევროკავშირთან დაკავშირებული მითების რეალობასთან შედარება და მათი ერთ გზამკვლევად გამოცემა. ორენოვანი ნაშრომი (ინგლისური, რუსული) ინტერნეტ რესურსების საშუალებით გავრცელდა შესაბამისი ქვეყნების მასმედიის, ექსპერტთა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შორის.