logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ევროპული პოლიტიკის კოორდინაციის განვითარება საქართველოში ვიშაგრადის ქვეყნების გამოცდილებით

01 აპრილი, 2014
 0

პროექტი მიზნად ისახავდა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას მისი ინსტიტუტების გაძლიერებითა და კოორდინაციის შესაძლებლობით, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პერიოდში. ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლას ევროპული პოლიტიკის კოორდინირების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პოლიტიკის შემუშავების რეკომენდაციებზე, რომლებიც დაფუძნებულ იქნა ვიშაგრადის ქვეყნების კარგ და ცუდ გამოცდილებაზე.

პროექტის მიზნობრივი ჯგუფი იყო ხელისუფლების მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები - ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი.

პროექტი მხარდაჭერილი იყო ვიშაგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.