logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

Factcheck საქართველო

01 ივლისი, 2015
 0

პროექტის მიზანი იყო ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, ასევე მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართვა ფაქტების გადამოწმების პროცესში და ფაქტჩექის მიერ შექმნილი მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის განმავლობაში, ფაქტ-მეტრმა განაახორციელა საპარლამენტო სხდომების, საჯარო პირების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და დაპირებების მონიტორინგი. ასევე, მოამზადა ანალიტიკური სტატიები აღნიშნულ თემებზე.

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.