logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ინოვაციებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების თანამშრომლობა განათლების სფეროში

01 ოქტომბერი, 2017
 0

"ევროკავშირის ახალგაზრდული ძალა" მიზნად ისახავს, ევროპაში ენობრივი ბარიერის პრობლემას შეეხოს და მის მოსაგვარებლად გეგმავს ონლაინ აპლიკაციის შექმნას, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, გართობისა და თამაშის გზით, სხვადასხვა ევროპული ენა შეისწავლონ. აღნიშნული მექანიზმის წყალობით, შესაძლებლობა ჩნდება ინტერკულტურული სწავლებისა და დიალოგისთვის, გამოყენებული იქნება ქვიზები ცნობილი ადგილების, კულტურისა და ფაქტების შესახებ. ევროკავშირის ახალგაზრდული ძალის პარტნიორობის პროექტი აერთიანებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოდან, ბულგარეთიდა, რუმინეთიდან და მაკედონიიდან. პროექტი მხარდაჭერილია ერასმუს +-ის პროგრამის მიერ.