logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ხალხის აღჭურვა ხელისუფლების ზედამხედველობისთვის საჭირო შესაბამისი ინსტრუმენტებით

01 თებერვალი, 2016
 0

პროექტის მიზანს წარმოადგენდა დემოკრატიული შემოწმებისა და ბალანსის სისტემის, ასევე ხელისუფლების ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესს გახდიდა უფრო შეჯიბრებითს, დებატებზე დაფუძნებულსა და გამჭვირვალეს. პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, იმისთვის, რომ მათ უფრო ინფორმაციული და გააზრებული არჩევანი გაეკეთებინათ საარჩევნო ყუთებთან. პროექტი მოიცადა შემდეგ რეგიონებს: კახეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. პროექტის განმავლობაში ფაქტჩექმა დაწერა 500-ზე მეტი სტატია, გამოსცა გაზეთი, მოამზადა სატელევიზიო რეპორტაჟები, გამოაქვეყნა წერილები და ჩაწერა ინტერვიუები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

www.factcheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტია საქართველოში, რომელიც იქმნება მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.