logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

მესამე ფაზის დევნილებისათვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება

01 აპრილი, 2013
 0

იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაწყვეტილების მიღების პრინციპებზე დაყრდნობით, პროექტის გუნდმა განაახორციელა აქტივობები, რომელთა მიზანი იყო დაწვრილებით მოეხდინა კერძო სექტორში მცხვრებ დევნილთა (ბინით უზრუნველყოფა, სოციალური დახმარება, მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის და სხვა საჭიროებების ხელმისაწვდომობა) იდენტიფიცირება და მათი სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა. გარდა ამისა, პროექტმა ხელი შეუწყო საჯარო დიალოგს იმისათვის, რომ გააეადვილებინა ინფორმაციული პოლიტიკისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. პროექტის ფარგლებში GRASS-მა განახორციელა იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების კვლევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დამატებით განიხილა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები, რომელთა ანალიზი, თავის მხრივ, მოხდა 2013 წლის ბოლოს მომზადებულ ანალიტიკურ დოკუმენტში (final policy paper). პროექტის შედეგად საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მიიღო კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა შესახებ რეკომენდაციები.

პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის GPAC-ის პროგრამის ფარგლებში.