logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

რატომ ევროპა? - ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

01 მაისი, 2014
 0

პროექტის შედეგად, ეთნიკური უმცირესობებს უკეთ ექნებათ გათვითცნობიერებული საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგები; მოხდება გაურკვევლობის აღმოფხვრა ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკისათან მიმართებაში. პროექტი, ასევე, მიზნას ისახავს:

  • სამიზნე ჯგუფების - მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საჯარო მოხელეები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი მას მედია, რელიგიური ჯგუფები და ექიმების - ცოდნის ამაღლებაა ევროკავშირი/ნატოს ინსტიტუტების, პოლიტიკის და საქართველო-ევროკავშირის/საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ;
  • ევროკავშირსა და ნატოს შესახებ ცრურწმენების გაქარწყლება ეთნიკურ უმცირესობებში, დასაბუთებული და კომპეტენტური პასუხების მეშვეობით;
  • უმცირესობების მმართველობის შესახებ ევროპული გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სამართლის კუთხით;
  • საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობების მიმოხილვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების გაცნობა პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია ევროინტეგრაციის სტანდარტების დაახლოებასთან.

მიზნების მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ამოცანების შესრულებას: ტრენინგების კურსს ევროტლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; ევროკავშირის და ნატოს ინსტიტუტების და საქართველოში ამ ინსტიტუტების მიმართ მითების შესახებ ბროშურის შექმნას და ფართოდ გავრცელებას; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სასწავლო ტურს (შეხვედრების ორგანიზება ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებთან) თბილისში; ევროინტეგრაციის შესახებ სამიზნე რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ე.წ. „ევრობუსის“ მეშვეობით; საჯარო ლექციების ორგანიზებას სკოლებში.

პროექტის შედეგად, ეთნიკური უმცირესობები აქტიური ჩაერთვებიან და წვლილს შეიტანენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.