logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების (გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ადამიანის უფლებების შესახებ) ხელშეწყობის, ადვოკატირების და იმპლემენტაციის მიზნით.

01 დეკემბერი, 2013
 0

პროექტის მიზანი იყო რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, ადვოკატირებასა და საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებაში ხელშეწყობა, შემდგომ ჯგუფებთან მიმართებით:

  • ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობები;
  • ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებული პირები;

საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდმა მოახდინა 60 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის იდენტიფიცირება ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხესა და ბათუმის რეგიონებში. პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმო გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის, გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოების და ინსტიტუტების რეკომენდაციებიდან გამომდინარე საქართველოს მიმდინარე ვალდებულებებს.

პროექტის ძირითადი საქმიანობა მოიცადა:

- სამოქალაქო საზოგადოებისთვის სახელმძღვანელოს მომზადებას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებისა და ინსტიტუტების პროცედურებს.
-სამოქალაქო საზოგადოების წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარებას, მათი როლისა და უნარების გაუმჯობესებას ტრეინინგის საშუალებით. აგრეთვე, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების გაცნობას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
- რელევანტური სახელმწიფო სტრატეგიების, კონცეფციების და სამოქმედო გეგმების ანალიზს;
- სამოქალაქო საზოგადოების ქსელის განვითარებას რეგიონებში.

პროგრამის ბროშურა ქართულ ენაზე
პროგრამის ბროშურა რუსულ ენაზე