საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სახელმწიფოს სტრატეგიული თუ პარტიული კომუნიკაცია?

სახელმწიფოს სტრატეგიული თუ პარტიული კომუნიკაცია?
28 თებერვალი, 2020

2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულების შექმნა დაიწყო. აღნიშნული ერთეულების შექმნის მიზნად ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა და ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება დასახელდა.