საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ

სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესახებ
08 დეკემბერი, 2014

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (შემდგომში „უპმ“) არის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმი. ის 2006 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის 60/251 რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა. უპმ-ის გამორჩეულ ხასიათში მოიაზრება ის ფაქტი, რომ მისი საშუალებით ხორციელდება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ფართო მონიტორინგი. ვალდებულებათა შესრულება ყველა ქვეყანას თანაბრად ეკისრება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რატიფიცირებული ესა თუ ის ხელშეკრულება. ამჟამად არ არსებობს სხვა მსგავსი მექანიზმი, რომელიც ამგვარ მონიტორინგს განახორციელებდა სახელმწიფოებზე. უპმ მთლიანად თანამშრომლობაზე დაფუძნებული მექანიზმია და ახდენს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების საქმიანობის შევსებას.