საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 23-29 მაისი

დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 23-29 მაისი

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.

მიმდინარე გამოცემის თემები:

  1. ჯვაროსნული ლაშქრობა ნაციზმის წინააღმდეგ გრძელდება
  2. კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია
  3. დეზინფორმაციული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ
  4. რუსული პროპაგანდისთვის დასავლური საქნციები, რა თქმა უნდა, არ მუშაობს
  5. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები
  6. უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება
  7. პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ
  8. ნეიტრალიტეტი - რუსეთის პროპაგანდის მუდმივი ახირება საქართველოში
  9. ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე