ევროპული კომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს;
„კუდიანებზე ნადირობა“ ბოლო წუთს: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე;
„ქართულმა ოცნებამ“ იერიში სალომე ზურაბიშვილზე მიიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა;
„ქართული ოცნება“ განაგრძობს დასავლელი დონორი ორგანიზაციების კრიტიკას ექსტრემიზმისა და არჩევნებში ჩარევის საფუძველზე;
„ანტი-მაიდანის“ მოძრაობის მიერ რეგიონებში საჯარო შეხვედრების ჩატარების პარალელურად, პროპაგანდა ირწმუნება, რომ დასავლეთი და ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ;
პრორუსული პროპაგანდა კვლავდაკვლავ იმეორებს, რომ „3+3“ პლატფორმა და რუსეთთან ახლო კავშირები უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია;
პროპაგანდა უკრაინის პრეზიდენტის რეპუტაციის შელახვას ცდილობს; ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინა მიატოვა.