„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ აქვეყნებს რეკომენდაციებს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირველი პუნქტის - დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ევროკავშირსა და მის ღირებულებებში ჩარევასთან ბრძოლის შესასრულებლად;
„ქართული ოცნება“ ქართულ ეკლესიას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების „თავდასხმებისგან“ იცავს, დონორებს, მათ შორის USAID-ს მოუწოდებს, გადახედოს, თუ როგორ იხარჯება მათი დაფინანსება;
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ომში ჩართვაზეა დამოკიდებული;
საქართველოში პროკრემლინური პროპაგანდა ტრადიციული ანტიდასავლური ნარატივებით ევროკავშირს უტევს;
პრორუსული პროპაგანდის ყურადღების ცენტრში კვლავ სტალინის „სასიკეთო საქმეებია“;
პროკრემლინური პროპაგანდის თანახმად, საქართველო ვასალია, რომელსაც აშშ აგენტების მეშვეობით აკონტროლებს