საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 20 თებერვალი - 26 თებერვალი

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 20 თებერვალი - 26 თებერვალი
  1. პარლამენტის თავმჯდომარე კვლავინდებურად განაგრძობს სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების კრიტიკას;
  2. ქართულმა გამოცემებმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტი აიტაცეს; მმართველი პარტიის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდა ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა;
  3. მმართველ პარტიასთან აფილირებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ საქართველოსა და აშშ-ს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვქვეშ დააყენა;
  4. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება USAID-ს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროკავშირს უტევს;
  5. პროკრემლისტური პროპაგანდა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციებს აღვივებს და ევროკავშირს ეროვნული ღირებულებების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს;
  6. პროპაგანდისტების თქმით, ნატო „ომის აქსელერატორია“;
  7. პროკრემლისტურად განწყობილმა პროპაგანდისტებმა კვლავ გააჟღერეს ნარატივი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტი მოსკოვია;
  8. პროპაგანდა კრემლის ნარატივებით აკნინებს უკრაინის მიერ მიღებულ ზომებს, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან.