საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 27 თებერვალი - 4 მარტი

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი - 27 თებერვალი - 4 მარტი
  1. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააინიციროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეზღუდავს და საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან“ დაიცავს;
  2. მოძრაობა „ხალხის ძალა“ ანტი-ლგბტ კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერად პოზიციონირდა;
  3. მმართველი პარტიის კრიტიკა სამოქალაქო სექტორისა და დონორებისადმი შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა;
  4. მმართველმა პარტიამ უგულებელყო ევროპარლამენტის რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ;
  5. პრორუსული დაჯგუფებების რეაქციები მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ანტი-ლგბტ კანონპროექტის შესახებ; მათი თქმით, ლგბტ პროპაგანდა ევროკავშირის დათქმაა;
  6. პროკრემლისტური დაჯგუფებები იმეორებენ ნარატივს, რომლის თანახმადაც ევროკავშირს საქართველოში „მაიდნის“ რევოლუციის წამოწყება სურს; მათი თქმით, ევროკავშირი წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გაჩუმებას ცდილობს;
  7. პროპაგანდა აპელირებს, რომ საქართველოს გზა კეთილდღეობისკენ რუსეთზე გადის;
  8. პროპაგანდისტების თქმით, აშშ-ს ფინანსური დახმარება ქართული ღირებულებებისა და იდენტობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება.