საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი: აგვისტოს გამოშვება

გრასის დეზინფორმაციის ბრიფი: აგვისტოს გამოშვება
  1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა იგეგმება;
  2. „ქართული ოცნება“ 2008 წლის ომში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს;
  3. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა რეპრესიებისთვის, „ლგბტ პროპაგანდისგან“ ქვეყნის დასაცავად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად სჭირდება;
  4. მმართველი პარტია საერთაშორისო დონორებზე ზეწოლას განაგრძობს და უცხოურ ჩარევაზე საუბრობს;
  5. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აშშ-თან კავშირები მაშინ აღდგება, როდესაც ვაშინგტონი რევოლუციის მოწყობის მცდელობებს შეწყვეტს;
  6. 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მმართველი პარტიის ნარატივი პროკრემლისტურ პროპაგანდას აძლიერებს;
  7. პროკრემლისტური პროპაგანდა საუბრობს ევროკავშირის გეგმებზე, გამოიყენოს, არიოს და გაანადგუროს საქართველო;
  8. პროკრემლისტური ჯგუფები იმეორებენ მმართველი პარტიის ნარატივს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებში აშშ-ს ადანაშაულებენ;
  9. პროკრემლისტური ჯგუფების მტკიცებით, რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია.