logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისა და დამატებების ანალიზი და ამ ცვლილებების სავარაუდო გავლენა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტზე

admin-ajax.png
06 დეკემბერი, 2013
 0

2013 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 2013 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მე-3 პუნქტის შესაბამისად დაიწყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს უნივერსიტეტის ავტონომიურობის შეზღუდვა, რექტორის არჩევნების პოლიტიზაცია და დეკანის თანამდებობაზე განსახილველი კანდიდატების რაოდენობის და ხარისხის გაუმართლებელი შეზღუდვა. უნივერსიტეტში თანამდებობრივი სარგოების გადახედვა/გათანაბრებამ შესაძლოა გააჩინოს კორუფციული გარიგებების და მექანიზმების აღმოცენების საფრთხე, ხოლო ასისტენტ პროფესორი დოქტორანტებისთვის სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წაყვანის აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვის ზოგიერთ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ჩავარდნა, უკიდურეს შემთხვევაში კი ზოგიერთი მიმართულების მთლიანი პარალიზება.