logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში - რუსეთის ტრადიციული ახირება

ბრიფისთვის.jpg
24 იანვარი, 2019
 0

საქართველოში რუსეთის მავნე ქცევა ინსტრუმენტთა ფართო წყებას მოიცავს, დაწყებული კიბერ-თავდასხმებით, დეზინფორმაციის სააგენტოების მთელ არმიამდე, რომლებიც თავს ეროვნულ ძალებად წარმოჩენას ცდილობენ, სინამდვილეში კი რუსულ მსოფლმხედველობას ავრცელებენ

გაზეთი ფაქტ-მეტრი

მარიამ წიწიკაშვილი

ზამთრის სეზონს ხშირად ახასიათებს გრიპით დაინფიცირების გაზრდილი შემთხვევები. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს, თუმცა მიმდინარე წლის სეზონური გრიპთან დაკავშირებით ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა და ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. „ღორის გრიპის“ 200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. არასახარბიელო ვითარებით მანიპულირება დაუყოვნებლივ დაიწყეს ანტიდასავლური დეზინფორმაციის ცნობილმა წყაროებმა. ახალი ამბების რამდენიმე სააგენტომ და ულტრანაციონალისტური ჯგუფების ბევრმა მხარდამჭერმა, რომელთა სახელი ხშირად უკავშირდება ყალბი ამბების გავრცელებას, სეზონური ვირუსის არსებობა საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან დააკავშირეს. გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის შემდეგ, „ქართული მარშის“ ყოფილმა ლიდერმა, ლადო სადღობელაშვილმა, ლაბორატორიის მუშაობის შეჩერება მოითხოვა იქამდე, სანამ ლაბორატორიის მუშაობა საზოგადოებისთვის ღია და გამჭვირვალე არ გახდებოდა. ახალი ამბების ონლაინ სააგენტომ news.net.geგამოაქვეყნა სტატია, სადაც ლუგარის ლაბორატორიაში გრიპზე კვლევების ჩატარების ფაქტი დაკავშირებულია შეთქმულების თეორიასთან, რომ ქვეყანაში H1N1 ტიპის ვირუსის გავრცელება ლაბორატორიის კვლევითი საქმიანობის ბრალია.