ავტორები: თეონა აბსანძე, თამარ ქეცბაია
რედაქტორები: პაატა გაფრინდაშვილი, ირინა გურგენაშვილი
წინამდებარე სახელმძღვანელო გამოცემულია „ საქართველოს რეფორმების ასოციაციის - GRASS“ მიერ პროექტის - „ქისტი ქალების გაძლიერება პანკისის ხეობაში" ფარგლებში. სახელმძღვანელოს მიზანია, გააძლიეროს ქალები მათი უფლებების გაცნობით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებითა და ქალთა დაცვის სახელმწიფო მექანიზმების სწავლებით.
სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი მოიცავს ოჯახში ძალადობის შესახებ როგორც ზოგად ინფორმაციას, ისე პრაქტიკულ რჩევებს ძალადობის პრევენციისთვის, ხოლო მეორე ნაწილში საქართველოს კანომდებლობით დადგენილი საოჯახო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებია თავმოყრილი. ამასთან, საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკისა და შესაბამის თემაზე არსებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, გაანალიზებულია ოჯახის თითოეული წევრის უფლება-მოვალეობები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალთა უფლებებზეა გამახვილებული. აღნიშნული გზამკვლევი სასარგებლო და ინფორმაციულად დატვირთულია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, თუმცა მის მთავარ ადრესატს ქალები წარმოადგენენ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ საკუთარი უფლებების უკეთ გააზრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
მოხარული ვიქნებით, თუკი თითოეული მკითხველი იგრძნობს თავის წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის გავრცელებით, ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
გადადით ბმულზე და იხილეთ ბროშურა ამავე თემატიკაზე: https://goo.gl/rxkzP4