logo.png

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი საქართველოში

ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში

cover.PNG
29 ივლისი, 2020
 0

ავტორი: გიორგი ჯანაშვილი

2020 წლის 17 ივლისს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, ერთი კვირის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს საკითხების სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ცვლილებების მიხედვით, თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის შეუტყობინებლად კომპანიის წილს შეიძენს, ან გაასხვისებს და კომისია ჩათვლის, რომ ასეთი გარიგებით ბაზრის კონკურენციის პრინციპი ირღვევა, კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების პირობების შეცვლა, ან ასეთი გარიგების დადება საერთოდ აკრძალოს. მაგალითად, ზემოხსენებული საფუძვლით, კომისიას შეუძლია საქართველოში მოქმედ კომპანიას მისი მფლობელი უცხოური კომპანიის მიერ მეორე უცხოურ კომპანიისთვის წილების მიყიდვის გარიგების შეჩერება, ან გარიგების პირობების შეცვლა მოსთხოვოს. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ისეთ მოთხოვნას, რომლის შესრულების შესაძლებლობაც მას არ აქვს, კომისია მას მრავალჯერადად დააჯარიმებს, ხოლო მოთხოვნათა კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია კომპანიას სპეციალურ მმართველს დაუნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანიშნულ სპეციალურ მმართველს იმ გადაწყვეტილების აღსრულება დაევალება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნია...