2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე, 24 ქვეყანას გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.
ახალი კანონის მიხედვით, ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემს. ვიზები გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. უცხოელმა, რომლის წარმოშობის ქვეყანაში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ახლომდებარე საელჩოს და საკონსულო დაწესებულებას უნდა მიმართოს. კანონის მიხედვით, ასევე გაუქმდა ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (დასაშვები დარჩა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში).